გიორგი ბოტკოველი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოსვლის დღიდან ბერკეტებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს

„მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, თუ როგორ სწრაფ და სწორ ნაბიჯებს ვდგამთ თურმე ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მაგრამ უმრავლესობის არცერთი წარმომადგენლის მხრიდან არ გაგვიგია შეფასება ლენდ-ლიზის დოკუმენტთან დაკავშირებით. 1941 წელს აღნიშნულმა დოკუმენტმა განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შედეგი. პუტინსაც კი აქვს გაცხადებული ის, რომ ლენდ-ლიზის დოკუმენტი იყო მეორე მსოფლიო ომში გადაწყვეტილების მიმღები და პუტინი არის ადამიანი, რომლის მესიჯ ბოქსსაც შემდეგ უკვე აქ ბევრი უმრავლესობის წარმომადგენელი იმეორებს ხოლმე. პრინციპში, როგორ შეიძლება საერთოდ ევროინტეგრაციაზე და ხელისუფლების მხრიდან რაიმე სწორ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, როდესაც 9 გარდაცვლილი გმირი ჩამოასვენეს საქართველოში და არცერთ დაკრძალვაზე ხელისუფლების წარმომადგენელი არ მისულა“,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა.

„ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასაჯოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, საკუთარი ქმედებით, საკუთარ ინტერესებს და ბერკეტებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ხელისუფლებას რომ არავითარი გეგმა არ გააჩნია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ამას ხელისუფლების ყოველდღიური ქმედებები ასახავს. დღეს მოვისმინეთ განცხადება იუსტიციის მინისტრის, თითქოს, მიიღო ლოიალური გადაწყვეტილება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადაყავს „ვივამედის“ კლინიკაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა მხოლოდ კვლევებზე გაკეთებული განცხადება. ამ ყველაფრით, ყოველდღიურად დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებში საქართველოს განვითარებისთვის არაფერია და ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება რუსულ ინტერესებს“,- განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ინფორმაციით, უკრაინის შიგნით 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია
შემდეგი სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ