კახეთის რეგიონთან დაკავშირებით დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოხატულ პოზიციას არ იზიარებს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი. დავით ზურაბიშვილმა დაწერა, რომ კახეთი პრორუსული რეგიონია და იქ მაცხოვრებლებისთვის, რუსეთი ღვინის გაყიდვასთან ასოცირდება. გიორგი ბოტკოველის განცხადებით კი: “არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება ბატონი ზურაბიშვილის განცხადება, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კახეთი არის გამორჩეულად პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონი. შეუძლებელია, მშრომელი ადამიანი აზროვნებდეს იზოლაციისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა არ განვითარდეს რუსეთი რომ მტერია, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული თითოეულ იმ ადამიანს, ვინც არამხოლოდ კახეთში, სრულიად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ცხოვრობს და იმ განაჩენში, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება გამოტანილი ქართველი ხალხის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რა თქმა უნდა, კახეთი იქნება გამორჩეულ ადგილზე, იმიტომ რომ მშრომელმა ადამიანებმა, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ, ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ცივილიზაცია და ის ფასეულობები, რომლისკენაც ჩვენ ყველანი ერთად მივილტვით”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.