გიორგი ბოტკოველი – გამოსავალი ვერ იქნება მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნები, დღეს არჩევნებაში მონაწილეობა არის ღალატი თითოეული ქართველი ადამიანის

გამოსავალი არის, რომ არ უნდა იყოს პოლიტიზებული სტრუქტურები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსული რეჟიმის ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოსავალი ვერ იქნება და დღეს არჩევნებაში მონაწილეობა არის ღალატი.

„ვერ იქნება გამოსავალი მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნები. გამოსავალი არის ერთი რამ, რომ არ უნდა იყოს პოლიტიზებული სტრუქტურები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსული რეჟიმის ხელისუფლებაში; ის, რომ არ გვეყოლება პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური სუსი; ის, რომ რეალურად იარსებებს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამომრჩეველს მისცემს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალებას; რომ აღარ იარსებებს ისეთი ცესკო, რომელიც დღეს გვყავს და არის მართული მმართველი რეჟიმის მიერ. ამის შემდეგ შეიძლება რამე არჩევნებზე ლაპარაკი. დღეს არჩევნებაში მონაწილეობა არის ღალატი თითოეული ქართველი ადამიანის, ყველა პოლიტიკური პატიმრის და ყველასი, ვინც 180 დღის განმავლობაში აქ აპროტესტებს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შემდეგი სტატიადეკანოიძე:: ამ სტატუს-კვოს პირობებში, თუ ვინმე შევა არჩევნებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება ფართო კამპანია იყოს იმისთვის, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ