„ეს პროტესტი არის მშვიდობიანი, დემოკრატიული და გაგრძელდება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს ივანიშვილის რუსულ მმართველობაზე, რომელმაც ქართველ ხალხს წაართვა თავისუფალი არჩევანი.”- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა
გიორგი ბოტკოველის განცხადებით – „არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ქართველი ხალხის ბედი, მითუმეტეს რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც არჩევანი მოჰპარა ქართველ ხალხს და მომავალი ჩვენს სამშობლოს. სწორედ ამიტომ ის პროტესტი, რომელიც დაწყებულია მთელი ამ დღეების განმავლობაში იქნება უწყვეტი, დღევანდელი აქციაც უკავშირდება იმას, რომ არ არის ლეგიტიმური ის პარლამენტი, რომელიც ხვალ უნდა შეიკრიბოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას არ ექნება აღიარება როგორც ქართველი ხალხის მხრიდან, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მომავალი, რომელიც უნდა იყოს ევროპული წარმატებული.
ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ შემთხვევაში მშვიდობიან მსვლელობასთან ერთად გამოიხატება ავტომობილებით მსვლელობაში. ჩვენ ვიმოძრავებთ ქალაქის მასშტაბით, სადაც ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და გავაგებინებთ, რომ არ უნდა შეჩერდეს ის პროტესტი, რომელიც არის დაწყებული. პროტესტი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის – ჩვენი გადარჩენისთვის. დღეს ივანიშვილის რუსული მმართველობა ერთადერთ რამეს ცდილობს, რომ რამენაირად შეინარჩუნოს ის ძალაუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის სჭირდება, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის უფლებას არ მისცემს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს, რომელსაც თავისუფალი არჩევანი სჭირდება და არა მოპარული. ეს პროტესტი დასრულდება გამარჯვებით, საქართველოს მომავლის გამარჯვებით და ივანიშვილის რუსული მმართველობის დამარცხებით. – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა