გიორგი ბოტკოველი : “ამ არჩევნებს არჩევნები არ ჰქვია”

“ამ არჩევნებს არჩევნები არ ჰქვია” -ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატმა გააკეთა. გიორგი ბოტკოველის თქმით, მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.
„ტოტალური დაშინებისა და კორიდორების ფონზე მიმდინარეობდა ყველა საარჩევნო უბანზე არჩევნები. სრული ადმინისტრაციული რესურსი იყო მობილიზებული. ადამიანებს აკითხავდნენ სახლში, აშინებდნენ, ყიდულობდნენ და ძალით მიყავდათ საარჩევნო უბნებზე. ამ არჩევნებს ჩატარებული არჩევნები არ ჰქვია,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
კახეთში ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. თელავსა და მიმდებარე სოფლებში ამომრჩეველთა 45% იყო არჩევნებზე მისული.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო პროცესი შეაჯამა