გიორგი ბოტკოველი: „ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და სწორედ ეს უნდა „ოცნებასაც

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 54 პროცენტი ამბობს რომ მომხრეა ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს თვით მმართველობის არჩევნებში, მაგრამ ასევე ეს გამოკითხვა აჩვენებს რომ ინდივიდუალურად პარტიების მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ გადაწყვეტილება საერთო არ იქნება, რასაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და თქვა, რომ მათი მიზანია არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები

„საერთოდ ამაზე საუბარიც არ შეიძლება და ერთადერთ რამეზე უნდა ვისაუბროთ – როგორ ვნახოთ ერთმანეთში ის კონსოლიდაციის უნარი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ის, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს, ეს არის ფაქტობრივად ამ ადამიანების წინაშე დანაშაული, რომლებიც ყოველდღიურად დგანან რუსთაველზე. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც.“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ უარყოფს ცნობას, რომ ტრამპმა ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე პერფორმანსის მონაწილეებმა სიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვეს