გიორგი ბარათაშვილი: გადადგომის მიზეზი არის სიახლე, რომელსაც ცოტა ხანში ვიტყვი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით სამეურვეო საბჭოს მიმართა.

როგორც ბარათაშვილმა სამეურვო საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, დირექტორობიდან ნაადრევად გადადგომის მიზეზი უკეთესი შეთავაზებაა.

„გადადგომის მიზეზი არის სიახლე, რომელსაც ცოტა ხანში ვიტყვი. დღეიდან გადამდგარად ვითვლები. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი საქმე გავაკეთე და საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი სისხლი სჭირდება. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და პოლიტიკასთან არანაირად დაკავშირებული არ არის“, – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი ათი დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს.

გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში 300 ადამიანის მკვლელობაში ყოფილი მერი დაადანაშაულეს
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი და ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია”