გიორგი ბარამიძე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა

„ახლა დამთავრდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინასთან.
ძალიან საქმიანი და სასარგებლო საუბარი გვქონდა, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს და ჩვენს ხალხს, ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად, რეალური ნაბიჯები გადადგას.
ენმ-ს მყარი პოზიციაა, რომ ამისათვის აუცილებელია:
1.საქართველოს მესამე პრეზიდენტის პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლება.
2.ოლიგარქ ივანიშვილსა და მის რეჟიმზე (სანქციების ბერკეტის გამოყენების ჩათვლით) ზეწოლის გაძლიერება.
3.ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების მიზნით მთავრობაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, ზეწოლის კოორდინაცია.
4.საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულყოფილი კონტროლი, მონიტორინგი და მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტებისათვის საარჩევნო კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისათვის, მყარი გარანტიების (ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოღება და საზღვარგარეთ საკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა) შექმნა.
ხვალ ბატონი კოლომინა პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და ჩვენი მეგობრების თანადგომით, ქართველი ხალხის (პროდასავლურ) აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ.“ – წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშინიკო კვარაცხელიას დედის მიმართვა – იზა ომაძე ნიკო კვარცხელიას ვიდეოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპუტინის მუქარის შემდეგ, ფინეთმა აშშ-სთან გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება