გიორგი ბარამიძე: პროცესები “ქართული ოცნების” თამაშია

“ისინი ფაქტობრივად ქართული ოცნების რიგებში შევიდნენ” – ასე აფასებს ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ალეკო ელისაშვილისა და მისი თანაპარტიელების გადაწყვწტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

“ბოლო პერიოდია თვალს ვადევნებთ ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ და პარლამენტში შესულიყვნენ. როგორც ჩანს ეს იყო მათთვის მთავარი და არა პრინციპების ერთგულება. ესაა აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება. ისინი ფაქტობრივად ქართული ოცნების რიგებში შევიდნენ.

პროცესები, რასაც თვალს ვადევნებთ “ქართული ოცნების” თამაშია, რომ გაყალბებით, ძალადობითა და ყოველგვარი დარღვევებით მიღებულ ე.წ. პარლამენტს როგორმე ლეგიტიმაცია შესძინონ. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ, რადგან ის ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები შეინარჩუნებენ პრინციპულობას და ყველანი ერთად გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რაც აუცილებლად მოგვიტანს ვადანდელ არჩევნებს. “

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: განვაგრძობთ მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლება დაირღვა