გიორგი ბარამიძე: პრეზიდენტი და მთავრობა კინკლაობით არიან დაკავებულები

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, პრეზიდენტი და მთავრობა, როგორც სამწელიწადნახევრის განმავლობაში დღეს კვლავაც დაკავებულები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებით და კინკლაობით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბარამიძემ არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

„აშკარაა, რომ ძალიან არასერიოზულ ქმედებასთან გვაქვს საქმე ორივე მხრიდან. როდესაც პრეზიდენტმა დაასახელა არჩევნების თარიღი და შემდეგ გადათქვა, მაშინაც ვთქვით, რომ როგორც ჩანს, მასზე ზემოქმედება მოახდინეს. ეს მერე დადასტურდა კიდევაც თვითონაც პრეზიდენტის განცხადებით. მან თქვა, რომ მომატყუეს და დამარწმუნეს სხვა რაღაცაშიო. შესაბამისად, ნათელია, რომ არის დაპირისპირება და კინკლაობა, გაუგებარი პოზიციონირება იმის ნაცვლად , რომ იფიქრონ საქმის კეთებაზე, იმაზე თუ რეალურად რა აწუხებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელი დაუგეგმავი ვიზიტით ერაყში ჩავიდა
შემდეგი სტატიაგიორგი ლაღიძე არ გამორიცხავს რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხი საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს