გიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს ენმ “იდეური წინამძღოლი და ერთგვარი სიმბოლო

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდესერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილ დისკუსიასთან და პუტინისტი ოლიგარქი ივანიშვილის უკონტროლო მმართველობის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლის გაგრძელების გზებსა და მეთოდებზე აზრთა სხვადასხვაობაზე უკვე ბევრი რამ ითქვა საჯაროთაც (სამწუხაროდ იანიშვილის გასახარად უხამსო ფორმებითაც) და ამიტომ გადავწყვიტე ენმს ყრილობის წინ, ჩვენი პარტიის მომავალზე საჯაროდვე გამოვხატო ჩემი მოკრძალებული მოსაზრებები და შემოგთავაზოთ წინადადებები.
1) ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისათვის და მომავალში ოლიგარქზე გამარჯვების მისაღწევად აუცილებელ პირობად მიმაჩნია ერთიანობა.
იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ არის ძლიერი და ქმედუნარიანი პატრიოტული, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ოპოზიცია, ერთის მხრივ, ენმ-ს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენი ხალხის წინაშე და მეორე, ერთიანობის პირობებში (თუნდაც როცა პარტიის შიგნით ზოგ ლიდერს არ აქვს ერთიანი პოზიცია და გნებავთ სიმპათიები) ჩვენი შემდგომი გამარჯვება გარდაუვალია.
ამის მიზეზებს აქ აღარ დავწერ, ეს ცალკე ანალიზის საკითხია.
2) ენმ-ს დამფუძნებელი და მთავარი, უცვლელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი პოლიტდევნილობისა) უნდა დარჩეს ენმ “იდეური წინამძღოლი და ერთგვარი სიმბოლო”. ვინმემ სხვა რამ რომც მოინდომოს ეს არ გამოუვა.
3) მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, პარტიას ჭირდება რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებადი თავმჯდომარე და სხვა ფუნქციურ თანამდებობებზე მომუშავე ლიდერები, რადგან შეუძლებელია პარტიამ კიდევ დიდ ხანს, ასე პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი ლიდერების ხელმძღვანელობით გააგრძელოს ბრძოლა და სერიოზული წარმატების იმედი ქონდეს. ძალიან საჭიროა და სასურველია, რომ პარტიამ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება შეძლოს. ამიტომ ყრილობაზე უნდა ავირჩიოთ პარტიის თავმჯდომარე, ახალი გენმდივანი და ახალი წარმომადგენლობითი პოლიტიკური საბჭო.
4) წარსულ შეცდომებზე ყრილობაზე მსჯელობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან იგი გადაიზრდება ჯგუფებს შორის ურთიერთბრალდებების გამოხატვასა და ნაცვლად ერთიანობის განმტკიცებისა დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.
თუმცა აქ შევნიშნავ, რომ ცხადია შეუმცდარად არავინ მიმაჩნია და ცხადია არცაა.
შეცდომები იყო პარტიაში 2012 წლამდეც (ასე რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი ვერ დაგვამარცხებდა) მაგალითად პარტიის ჩაკეტილობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ასევე ივანიშვილის საფრთხის შეუფასებლობა და ბუნებრივია შეცდომები იქნა დაშვებული 2016-ის არჩევნებამდეც, მაგალითად ის რომ (წინ ყურების საფუძვლითა და არგუმენტით) საკადრისი დრო არ დავუთმეთ ჩვენს მიმართ არსებული ცრუ ბრალდებების უსაფუძვლობის გამომზეურებას, რომ ხალხს გაეგო, რომ ნახსენებ ბევრ “საშიშ და გახმაურებულ” დანაშაულებებში (სადაც დანაშაულს მართლა ქონდა ადგილი, მაგალითად რაფალიანცის ბავშვის მკვლელობა) დამნაშავეები არიან სხვა ადამიანები რომლებიც ხელისუფლებამ შეგნებულად არ დასაჯა და არა ჩვენი ლიდერები და “მოგონილი დანაშაულებები” (მაგალითად სვანეთის ანტიკრიმინალური პოლიციური სპეცოპერაცია ან ზურაბ ჟვანიას საქმე), სადაც ჩვენი დადანაშაულება ხდებოდა 2012 წლამდე და ცილისმწამებლურად კვლავაც გაგრძელდა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში “საქმეების” ასევე ხელოვნურად არგამოძიებითა და არდახურვით. მათ ცილისწამებების გაგრძელების საშვალება ამ საკითხებზე ჩვენი პასიურობის გამო “პოლიტიკური შესაბამისი ფასის” გადახდის გარეშე გააგრძელეს. ასევე შეცდომა იყო ივანიშვილის, როგორც პუტინის გეგმის შემსრულებლად (ანუ ქვეყნის ინტერესების მოღალატედ) სათანადოდ არწარმოჩენა იმ მოტივით, რომ “ხალხს აღიზიანებს ამ საკითხებზე რუსეთის ხსენებით საუბარი და ამაზე აქცენტირება”. ამ და სხვა საკითხებზე ღმერთია მოწამე და ჩვენი კოლეგები დამიდასტურებენ ბოლო 4 წელია პარტიაში მქონდა დისკუსია, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ წარუმატებლად. პატივს ვცემდი და ცხადია მომავალშივც ვაპირებ პატივი ვცე შიდა პარტიულ დემოკრატიას, ახლა უბრალოდ საჯაროდ გამოვთქვამ ჩემს “ძველ” მოსაზრებებს.
მოკლედ შეუმცდარი და უცოდველი ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში აღმოჩენის გამო არავინაა და ცხადია ანალიზი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს დისკუსია შეგვიძლია საჯაროდაც ურთიერთ პატივისცემითა და ეთიკის ნორმების დაცვით, კვლავაც გავაგრძელოთ, მაგრამ არა ყრილობაზე, რადგან გავმეორდები ახლა ყველაზე მიშვნელოვანი და ფასეული არის ერთიანობა.
5) გამომდინარე ზემოთქმულიდან პარტიის ყრილობზე არავინ (ვინც ნამდვილი თანამებრძოლია) არ უნდა გავწიოთ, თუ გავრიყოთ და ჩემი წინადადებაა იგი უნდა იყოს ორიენტირებული 3 ძირითად ამოცანაზე:
ა) პარტიის ერთიანობის შენარჩუნება და ერთიანობის “გამტკიცების ფორმულის” გამომუშავება.
მოკლედ და შესაძლოა უხეშად, ჩამოვაყალიბებ: ჯობია შიდა პრობლემებიანი და შიდა დაპირისპირებიანი ენმ-მ გააგრძელოს ბრძოლა, ვიდრე გავიყოთ 2 ან მეტ ნაწილად. განაყოფები კი შეძლებს არსებობას და ფუნქციონირებას, მაგრამ დიდი ალბათობით მთავარი მიზნის- ოლიგარქის დამარცხებას ვერა. ოლიგარქს სწორედაც ჩვენი დაშლა აწყობს ყველაზე მეტად.
ბ) პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა რაც შეიძლება ფართე წარმომადგენლობის პირობებში, ავირჩიოთ პარტიის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის საჭირო ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და სტრუქტურები.
გ) ჩვენი ასობით ათასი ამჟამინდელი და მომავალი მხარდამჭერებისადმი პოზიტიური გზავნილის/მიმართვის შემუშავება და მათი მობილიზაციის ხარისხის ამაღლება.
6) მიხეილ სააკაშვილის (როგორც ავღნიშნე) განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, თუ ვაკანტურ ადგილზე თავმჯდომარის არჩევის საკითხი (რაც როგორც ზემოთ ვთქვი სასურველია) უცილობლად გამოიწვევს პარტიის გახლეჩას, მაშინ ეს საკითხი (როგორც კომპრომისი ერთიანობისათვის) დღის წესრიგიდან უნდა მოვხსნათ და თავმჯდომარის ადგილი კვლავაც ვაკანტურად დავტოვოთ.
დასასრულს დავამატებ, რომ მესმის, ჩემი ამ შემრიგებლური და “გამაერთიანებლის” პოზიციის სისუსტეებიც და ისიც რომ შესაძლოა მხარეები (რამდენიცაა) “გამიბრაზდნენ” და “გამშველებელის” როლის შესაბამისად ბევრი საყვედური, პრეტენზია და ლანძღვა შეიძლება სწორედ ჩემს მიმართ წამოვიდეს, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ნაკლებად მაღელვებს, რადგან მინდა პირველ რიგში ჩემი სინდისის წინაშე და ასევე ბუნებრივია ასიათასობით ჩვენი ქვეყნის პატრიოტის (არა მარტო ვინც ხმა მოგვცა) წინაშე ვიყო მართალი (არავის გულის მოგებას არ ვცდილობ) და ენმ ყრილობის წინ ხელი შევუწყო პარტიის ერთიანობის შენარჩუნებას, მის შემდგომ გამტკიცებას და ბრძოლისუნარიანობისა და ენთუზიაზმის ამაღლებას, რათა პარტიამ გამოიყენოს ბრძოლის ყველა მშვიდობიანი ბრძლოის გზა (მათ შორის პარლამენტში შესვლითა და იქ ბრძოლით), რათა შევამციროთ ქვეყნისათვის სახიფათო, ოლიგარქის უკონტროლო მმართველობის ნეგატიური ეფექტი ქვეყნის მიმართ და მშვიდობიანად და ბრძოლის ყველა არაძალადობრივი, კონსტიტუციური გზებით, დავაჩქაროთ მისი ქვეყნის ფლობიდან და მართვის სადავეებიდან ჩამოცილების პროცესი.
მჯერა ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ძალა ერთობაშია!

გიორგი ბარამიძე

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აპირებს
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტებიდან ერთი წლის შემდეგ კლუბი “ბატაკლანი” სტინგმა გახსნა