გიორგი ბარამიძე – ივანიშვილო, მიხეილ სააკაშვილს ვერანაირად ვერ შეედრები, ახლოსაც ვერ მოხვალ, კოჭებამდეც ვერ მოხვალ იმ პასუხისმგებლბით, რომელიც ჰქონდა იმ მთავრობას

region
ავტ.: region ნოემბერი 9, 2020 20:15

გიორგი ბარამიძე – ივანიშვილო, მიხეილ სააკაშვილს ვერანაირად ვერ შეედრები, ახლოსაც ვერ მოხვალ, კოჭებამდეც ვერ მოხვალ იმ პასუხისმგებლბით, რომელიც ჰქონდა იმ მთავრობას

ივანიშვილო, მიხეილ სააკაშვილს ვერანაირად ვერ შეედრები, ახლოსაც ვერ მოხვალ, კოჭებამდეც ვერ მოხვალ იმ პასუხისმგებლბით, რომელიც ჰქონდა იმ მთავრობას, – ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

როგორც მან აღნიშნა, 7 ნოემბრის მერე, რომელსაც ასე ხშირად ახსენებს მმართველი გუნდი, მაშინდელმა პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ამ რეჟიმის არსებობის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც აქ ერთი წლის წინ, 20 ივნისს ერთი უზარმაზარი შავი ლაქა გაჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ უნამუსო რუსეთის მსახური ბიძინა ივანიშვილის წყალობით, როცა ამ შენობაში შეუშვეს საქართველოს მტერი და მის გასაპროტესტებლად მოსულ ადამიანებს რეზინის ტყვიები თვალებში დაუშინეს და თვალები დათხარეს. გუშინაც კიდევ ერთი ასეთი დღე იყო და ამ ყველაფერს ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა და მთელი ხელისუფლება ამართლებს იმით, რომ 7 ნოემბერს წინა ხელისუფლების დროს მოხდა აქ მკაცრი მეთოდებით მანიფესტაციის დარბევა. მე მათ გავახსენებ, რომ იმ ამბის შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არავისთვის იყო სასიამოვნო და მისაღები, სწორედ იმიტომ რომ მისაღები არ იყო, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და თქვა, რომ რადგან მომიწია ჩემი ხალხის წინაშე ამ მეთოდების გამოყენება, მე ვალდებული ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და ვთხოვო ხალხს, ან მომცეს შემდეგი მანდატი ან არა და გადადგა. ამიტომ ივანიშვილო, მიხეილ სააკაშვილს ვერანაირად ვერ შეედრები, ამ საქციელითაც, ახლოსაც ვერ მოხვალ, კოჭებამდეც ვერ მოხვალ იმ პასუხისმგებლბით, რომელიც ჰქონდა იმ მთავრობას, რომელმაც დღევანდელი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა,“ – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას უნდა დამორჩილდეს და „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა დათმოს.

„კიდევ ერთი ფაქტი, რაც განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია – 2012 წელს, როცა ჩატარდა არჩევნები და მოიგო ადამიანმა, რომელმაც იკადრა, რომ მოწინააღმდეგეს, ჩვენს პარტიას 10 თვის ბავშვის მკვლელობა დააბრალა, სხვა უბედურებებს აღარ ჩამოვთვლით, ვინც იყო და რაც იყვნენ ვიცოდით, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშნილმა ეგზიტპოლებიდან რამდენიმე წუთში თქვა, რომ რადგან ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა, ის არის ქვეყნის ბატონ-პატრონი, მე კი ვარ პრეზიდენტი მთავარსარდალი და ხელისუფლების ლიდერი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის და იქნება ყოველთვის ქართველი ხალხი, დაე, ასე იყოს, მე ვემორჩილები ქართველი ხალხის ნებას და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ დაემორჩილო?! რა უფლება გაქვს არ დაემორჩილო ქართველი ხალხის ნებას?! შენივე მოჩხრინკული შედეგებით 52%-მა უარი უთხრა შენს ხელისუფლებას, უნდა დამორჩილდე ქართველი ხალხის ნებას და წახვიდე ოპოზიციაში, თუ გაქვს ამის შნო,“- განაცხადა ბარამიძემ.

აქციაზე ბარამიძემ დიალოგთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არავინ არ არის გიჟი და არავის სურს შფოთი და არეულობა“. ბარამიძის თქმით, დიალოგი შესაძლებელია იმაზე, თუ „როგორ დაემორჩილოს ივანიშვილის რეჟიმი ხალხის ნებას, როგორ არ გაყალბდეს არჩევნები და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს“.

region
ავტ.: region ნოემბერი 9, 2020 20:15