გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ “რუსთავი 2-ის” დაკავებულ მხარდამჭერებს ახალ წლამდე გაათავისუფლებენ

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

ვიცესპიკერი გიორგი ბარამიძე რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულების შესახებ მომზადებულ რეზოლუციაზე ხელმოწერებს აგროვებს. დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი 50-მა დეპუტატმა, მათ შორის უმრავლესობის წევრებმაც. მათ შორის არ არის თავად დაშავებული დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე. როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, მან შესთავაზა ლორთქიფანიძეს ხელმოწერა, მაგრამ უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე ფიქრობს.

„ძირითადი პოზიცია და ძირითადი აზრი უნდა იყოს გამოხატული პროკურატურის მხრიდან, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან პროკურატურის საფუძველზე იღებს სასამართლო გადაწყვტილებებს. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე ეს ახალგაზრდები იქნებიან საკუთარ სახლებში,“-აცხადებს გია ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღასრულების დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოებზე თავად მსჯავრდებულები დასაქმდებიან
შემდეგი სტატია“ვერც ერთი პროგნოზი, რომელიც ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით პარლამენტში იქნა შემოტანილი, ვერ გამართლდა”