გიორგი ბარამიძე, აშშ-კონგრესის წევრს საერთაშორისო ფინანსების და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს იანგ კიმს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, აშშ-კონგრესის წევრს საერთაშორისო ფინანსების და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს, იანგ კიმს შეხვდა.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. იანგ კიმმა მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტ „MEGOBARI Act“-ს და თანადგომა გამოხატა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის.
შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს ქართული ოცნების ლიდერების სავარაუდო სანქცირებაზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებზე. ასევე, საუბრისას აღნიშნეს EBRD-ს ჩართულობის და ევროპული ინვესტიციების შემცირება საქართველოში, ჩინური გავლენების გაზრდის ფონზე.
გიორგი ბარამიძემ ქალბატონ კიმს, წარმომადგენელთა პალატის საქართველოს საკითხთა ჯგუფში გაწევრიანებისაკენ მოუწოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ შეხვედრები ასევე გამართა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატთან და სენატის უმრავლესობის ლიდერთან, სენატორ დიკ დარბინის აპარატთან და მოუწოდა სენატში „MEGOBARI ACT”- ის მსგავსი კანონპროექტების მუშაობისკენ.

banner
წინა სტატიაშიკრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ