გიორგი ბარამიძე : არ მგონია, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშიაში“ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელწამოსაკრავი იყოს

ჩვენ, ყველანი პარტიებს პატივს ვცემთ და არ მგონია, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშიაში“ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელწამოსაკრავი იყოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგს უკან ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და მნიშვნელოვანი ინიციატივების გახმოვანება, ეს ძალიან დამაფიქრებელია.

„საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ სამდვინო და შემდეგ პოლიტიკური საბჭო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხება, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგს უკან იყო გაკეთებული განცხადებები და კამპანიაც წარმოებული ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, სამწუხაროდ ასევე, ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში, როდესაც თაკო ჩარკვიანმა დაასახელა თავისი კანდიდატურა თბილისის ერთ-ერთ ოლქში. საკმაოდ პრობლემატური ნაბიჯებია, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის არ მიგვიღია არანაირი გადაწყვეტილება, იმის შესაცვლელად, რაც ადრე გვქონდა შეთანხმებული. თუმცა, თავისთავად, ეს ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების დ ამ შეთანხმების საწინააღმდეგოა. ბუნებრივია, საბოლოოდ როცა ჩამოვყალიბდებით და პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს, ეს ყველაფერი ერთიანობაში იქნება მიღებული მხედველობაში“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი, ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი საქმიანობა, რომელიც ახლა რეგიონებში კანდიდატების დასახელებას ეხება.

„ჩვენი ამოცანაა, არჩევნებზე ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან და ერთიანი პოზიციები გვქონდეს. იცით თქვენ, რომ სააკაშვილმა შესთავაზა პარტიებს ერთიანი სია, ეს არ იყო მიღებული, მაგრამ შეგვიძლია სხვა მიმართულებებითაც ვითანამშრომლოთ. ჩვენი შეთავაზება ძალაშია მაჟორიტარებთან მიმართებაში თბილისში, ამიტომ რვა მაჟორიტარული ოლქიდან, მხოლოდ ორში დავასახელეთ კანდიდატურა და ახლაც, ველოდებით ჩვენი პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ექვსივე ოლქს დააკომპლექტებენ ისინი. ახლა ექვსიდან ოთხი არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორებს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ყველა პარტიას ჰყავდეს თავისი კანდიდატი მაჟორიტარული, რადგან, სადაც პარტიას ყავს თავისი მაჟორიტარი კანდიდატი, იქ პარტიულ სიას უფრო მეტი ხმის მიღების საშუალება აქვს.

„შესაბამისად, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს თითოეული ოპოზიციური პარტიის პროპორციული სია, მით უფრო უკეთესია ყველასთვის, საბოლოო ჯამში, დაჯამებულად უფრო მეტ ხმას მივიღებთ ყველანი ერთად.ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში, რა კონფიგურაცია იქნება, იმის მიხედვით მივიღებთ ყველანი საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში საბაგიროს ორი პროექტი განხორციელდება
შემდეგი სტატიაგახსნილი საზღვრების პირობებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოთხოვნას გიორგი კანდელაკი დისკრიმინაციულად მიიჩნევს