გიორგი ბარამიძე აჰმედ იმამყულიევსა და სამირა ისმაილოვას „ვარდების რევოლუციის“ „პროდუქტს“ უწოდებს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

„რატომ მიხარია აჰმედ იმამყულიევის საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა და, უკვე თამამად შეიძლება თქმა, წარმატება?“ – ამ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში სვამს და იქვე პასუხსაც სცემს. ბარამიძის თქმით, იმამყულიევი მხლოდ „ნაცმოძრაობის“ წევრი და მარნეულში ლიდერი კი არა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იგი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ყველაფერ იმის წინააღმდეგია, რასაც კრემლი საქართველოსი ცდილობდა და ცდილობს.
„კერძოდ, დაქსაქსოს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამუშაოს ქვეყნის მრავალეთნიკურობისა და მრავალრელიგიურობის ფაქტორი. აჰმედი და სამირა ისმაილოვა, სხვა ბევრ ახახალგაზრდასთან ერთად, წარმოადგენენ „ვარდების რევოლუციის“ იმ პროდუქტს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ძლიერების ახალი მედროშეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანულ თემს წარმოადგენენ და ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავდადებაში ტოლს არ უდებენ ნებისმიერ ჩვენთაგანს და გულწრფელად ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა იყოს ცივილიზებლი, თანამედროვე და მრავალფეროვანი ევროპული, მაშასადამე, ქართული სახელმწიფო. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გაიზარდნენ ჩვენს გვერდით და ისინი მოქალაქეობრივი ვალის მოხდისა და მთელი ქვეყნისადმი მსახურების მაგალითს აძლევენ ასიათასობით როგორც ჩვენს ეთნიკურ აზერბაიჯანელ, ისე სომეხ, უკრაინელ, ოს, აფხაზ, რუს, ქურთ, ებრაელ და სხვა ეთნიკური უმცირესობის მოქალაქეებს. ძალა ერთიბაშია! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!“ – წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი – 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ
შემდეგი სტატიაგანმუხურის 38-ე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა