გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მან ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.















