გიორგი ბაჩიაშვილის პასუხი სუს-ს

“გიორგი ქემოკლიძის სახელი და გვარი გავიგე ტელევიზორიდან” – ასე პასუხობს გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ვერსიას, რომ თითქოს მან ციხე მოისყიდა და ძალადობის ინსცენირება მოაწყო.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, რომელმაც ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ცოტა ხნის წინ ციხეში მოინახულა, ბაჩიაშვილისთვის აბსურდულია ის ვერსია, თითქოს ერთ რიგით პატიმარს იმის გადაწყვეტა შეუძლია, რომელ პატიმარს ვის საკანში შეასახლებენ.

ბაჩიაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ სუს-ის ბრალდებას საჭიროებს მტკიცებულებები, რომელიც მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს.

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული, უფრო მეტიც, მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა ამ პირის არსებობის შესახებ. პირველივე დღიდან ჩვენ ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეოჩანაწერების ამოღება, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოები არის წაშლილი. ამას გარდა, ჩენ პირველივე დღიდან ვითხოვდით, რომ ბაჩიაშვილი მოთავსებულიყო განცალკევებით საკანში, ვინაიდან თეორიულად შეიძლება ყოფილიყო მსგავსი საფრხთეები. ესეც არ დაკმაყოფილდა,. თუკი არსებობდა რაიმე სახის ოპერატიული ინფორმაცია, ცხადია, ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელი იყო ბაჩიაშვილის განცალკევებით მოთავსებით. ასევე ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილის მიერ მოხდა ორი თანასაკნელის ვინაობის დამალვა. ჯერ ერთი, ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია მისთვის, როგორ უნდა დაეგეგმა თეორიულადაც კი თუ ვის შეუსახლებდნენ. ინციდენტამდე დაახლოებით ერთი კვირა ბაჩიაშვილი იმყოფებოდა საკანში მარტო. მსგავსი ბრალდება საჭიროებს მტკიცებულებებს და იმ ვითარებაში, როცა მსგავსი ფაქტი არ არსებობს, წარმოუდგენლად მიმაჩნია მტკიცებულებებსი არსებობა”. – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

გიორგი ქემოკლიძის დაკავების შესახებ გუშინ სუს-ის ბრიფინგით გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიგუგა ქაშიბაძე: დაკავების ის ფორმა, რაც ვნახე ამდენი პოლიციელი და ასეთი მობილიზაცია წარმოუდგენელია
შემდეგი სტატიათუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები – თემურ მიქელაძე გოგი ჩახუნაშვილზე