გიორგი არევაძე მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა

მოქმედმა მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა. მან კანდიდატურა მოხსნა.
არევაძეს ინსტანციის შეცვლა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა სურდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის კანდიდატურას არ მოხსნიდა და საბჭოს მხარდაჭერას მიიღებდა, უვადო მოსამართლედ გამწესდებოდა. რა გახდა არევაძის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო სადამსაჯელო და არა ანტიტერორისტული ოპერაცია… თვითონ ხელისუფლება არ გადაიქცეს ტერორისტად”
შემდეგი სტატიაბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებული კაცი თბილისში გადმოჰყავთ