გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გმირის შვილებმა გახსნეს

დღეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის დღეა. ცოტა ხნის წინ, მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის ბიუსტი დაიდგა. ცერემონიას მისი შვილები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

დღის განმავლობაში კულტურის სახლის ეზოში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

“მე დღეს ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ეს ჩემთვის სტიმულია, იმიტომ, რომ ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი და ვამაყობ”, – ამბობს გმირის შვილი.

“ძალიან დიდი სიამაყესთან ერთად, ძალიან დიდ ტკივილია” – თქვა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და ორგანიზატორებს, ვინც ამ დღის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქარსელაძე – დღეს გახსნილი რიკოთის მონაკვეთი ძველ გზას 8 კილომეტრით, დროს კი 45 -დან 20 წუთამდე ამცირებს
შემდეგი სტატია91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა