გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის გიორგი ანდრიაძე იბრძოლებს – წარსულში პრეზიდენტობის კანდიდატს ახლა პარლამენტში მოხვედრა სურს.

ანდრიაძე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მათ შორისაა “თავისუფალი საქართველო”, “პარტია თავისუფლება” და “ჰელსინკის ჯგუფი”.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორ-პოლუსიანობის დასრულებაა.

„ყველა ობიექტური გამოკითხვით, ცესკო-ს მონაცემებითაც, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არჩევნებში მონაწილეობას იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ოცნების ორივე პარტიის ერთად მხარდამჭერი მხოლოდ 30%. დანარჩენი 60-65% აბსოლუტურად ნიჰილისტურად არის განწყობილი ქართული პოლიტიკისადმი. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ იმ მიწერილ მკვდარ სულებს, რომელსაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ისევე ოცნება იყენებდა თავის წინასაარჩევნოდ და თუ ჩვენ მათი ეს ბერკეტი აღვკვეთეთ, მაშინ ფაქტობრივად გამარჯვება ჩვენს მხარეს არის,“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა”
შემდეგი სტატიაზაზა ხარებავა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში მისი არალეგიტიმურად წარდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება