გიორგი ამილახვარი – საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით

საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს.

„საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა დღეს პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უნივერსიტეტში, ენის და კულტურის უნივერსიტეტში გახსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმ მეგობრობის და თანამშრომლობის, რომელიც არსებობს ქართველ და ჩინელ ხლხებს შორის. ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: განსაკუთრებულად მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სისთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კამპანიის ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ