გიორგი ამილახვარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

„მე, როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შევხვდი ჩინეთის ახალ ელჩს. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაშირადიოსადგურებს ხვალიდან გათიშვა ემუქრება – სახელმწიფო დავალიანების დაფარვას ითხოვს
შემდეგი სტატიამზად ვართ, მივაწოდოთ მეტი იარაღი უკრაინას და დავუწესოთ მეტი სანქციები რუსეთს – ტრასი