გიორგი ალიბეგაშვილს არ აქვს ინფორმაცია, კვლავ იქნება თუ არა წარდგენილი დედაქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელად

თბილისის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს არ აქვს ინფორმაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი კანდიდატურა კვლავ იქნება თუ არა წარდგენილი დედაქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

„ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და რასაც გუნდი გადაწყვეტს, იმას გავყვები. საკითხზე მოლაპარაკება და შეხვედრა ჯერ არ მქონია. საარჩევნო სიებზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ყველაფერი გაირკვევა. ვიცი, რომ სიებზე ინტენსიური კონსულტაციებია, ბუნებრივია, ამ პროცესში მეც ჩავერთვები“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს. 27 ივნისის ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

 

წყარო: 1TV.GE

banner
წინა სტატიაშიკახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიაოპოზიცია ერთიანია, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე სამართლიანია, პრეზიდენტის არჩევის წესი კი, პირდაპირი იყო