გიორგი ალიბეგაშვილი: არა მგონია რომ დავით ნარმანიას წასვლა აუცილებლობას წარმოადგენდეს

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ ალიბეგაშვილმა განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით 2016 წელს არაერთი პროექტია განსახორციელებელი.

„არა მგონია რომ დავით ნარმანიას წასვლა აუცილებლობას წარმოადგენდეს, რადგან 2016 წელს მასშტაბური პროექტებია განსახორციელებელი. ამ პროექტების ერთ-ერთი წინამძღოლი და იდეის ავტორი გახლავთ ბატონი დავითი და ამას ყველა იგრძნობს და დაინახავს,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვამბობდი, რომ ივანიშვილი გარიგებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან, მაგრამ არავინ მიჯერებდით”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: რატომ გადავდგე, მაშინ როცა საქმე ვაკეთებთ?