გიორგი ალიბეგაშვილი „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.

პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებსსაქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2013-დან დღემდე იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: კორუფცია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: “ეს არის საქართველოსთვის სახიფათო სიგნალი”