გიორგი ალანია: „მამაო, თავიდანვე მოკრძლებული „ვირი“ უნდა გეყიდათ!“

„ეს გზა არაა ტაძრამდე, არამედ, სხვაგან მივყავართ. ძალიან საინტერესო გადაცემაა ერთი აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით. პრაქტიკულად, იმას გვანახებს, თუ რა დამახინჯებული აღქმა აქვთ სამღვდელოების მაღალ ფენებს რწმენისადმი,“ – ასე ეხმაურება ემიგრანტი გიორგი ალანია ეკა ხოფერიას გადაცემას, სადაც სტუმრად ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) იმყოფებოდა.
„მინდა, სიტყვა „მაღალი ფენა“ განსაკუთრებულად გამოვყო. რეპორტაჟში ხშირად ისმის ასეთი ფრაზები – „პატრიარქის სტუმრობისთვის რეზიდენციის მოწყობა”. საუბრი დიდ თანხებზეა. არ გეგონოთ, უბრალო რეზიდენცია – ასეთი მილიარდერსაც შეშურდება. რატომ და რა საჭიროა პატრიარქის სტუმრობისათვის რეზიდენცია? დავიჯერო არაა ეს მავანი მიწიერი და უბრალოება არ შეშვენის, ანუ აქ ხაზი მინდ გავუსვა იმ ფაქტს, რომ აი, ეს მიდგომა – „რეზიდენცია“ ოდნავ განსხვავებულად ესმით მაღალი ფენის მამაოებს. ასევე, ის „ჯიპი“ რომლის გაყიდვასაც მამაო გვთავაზობს. არაა, მამაო, ამ „ჯიპის“ გაყიდვა აუცილებელი (სკოლის ბავშვების ხათრით გპატიობ ამ „ჯიპს“), მაგრამ თავიდანვე არ უნდა დაგეხარჯათ ამხელა თანხა ამ „ჯიპის“ ყიდვაზე და უფრო მოკრძალებული „ვირი“ გეყიდათ. მოკლედ, ეს გზა არაა ტაძრამდე, არამედ სხვაგან მივყავართ,“ – წერს გიორგი ალანია.

გიორგი ალანია ჩეხეთი

 

banner
წინა სტატიაშისასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისი პროტესტის ნიშნად დაიხურა