2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა

გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს.

გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიტატა ხვედელიანი: “ოცნება” გაურბის ამ საქმის მთავარი ფიგურანტების ივანიშვილის, კობახიძის და მდინარაძის დაკითხვას
შემდეგი სტატია“განსხვავებულია”- ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ