გიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა

news
ავტ.: news სექტემბერი 20, 2016 18:42

გიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით მოეწყო.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი კასპის პირველი გიმნაზიის ბაზაზე გაიხსნა, რომელიც დღეს იმ შენობაშია განთავსებული, სადაც საბჭოთა პერიოდში მილიცია ფუნქციონირებდა.

სწორედ საბჭოთა მილიციის სარდაფში, განლაგებულ საკნებში ხდებოდა საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი პირების დაკავება, დახვრეტა და წამება.

„დღეს ამ საკნებს პირვანდელი სახე დაუბრუნდა და მასში მუზეუმი მოეწყო, სადაც რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები განთავსდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისონ რომ მშვიდობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა – მუზეუმის გახსნის თანადაფინანსება განეხორციელებინა.

news
ავტ.: news სექტემბერი 20, 2016 18:42