გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან სწრაფი ინტეგრაციისთვის წინგადადგმული ნაბიჯია

ძალიან დიდი და ძალიან კარგი სამუშაო იქნა გაწეული სწორედ იმ მიზნამდე მისაღწევად, რომელსაც ახლა ჩვენ ველოდებით, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ევროკომისიის დასკვნას, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და სწრაფი ინტეგრაციისთვის ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია.
დღეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ძალიან დიდი და ძალიან კარგი სამუშაო იქნა გაწეული სწორედ იმ მიზნამდე მისასვლელად, რომელსაც ახლა ჩვენ ველოდებით. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული სტიმული საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ბიზნესისთვის და მთლიანობაში საქართველოს უფრო
მჭიდრო და სწრაფი ინტეგრაციისთვის, ევროკავშირთან ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძეს ქორწინების 18 წლამდე კანონით აკრძალვა არასწორად მიაჩნია
შემდეგი სტატია,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს ტრანსპორტის მაღალკვალიფიციური მენეჯერები”