გიორგი აბაშიშვილი: რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე

გიორგი აბაშიშვილი

სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გამოტანილ გადაწყევტილებას ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი აბაშიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც, ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საკითხი იყო ძალიან მძაფრად დასმული.

„ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე,“ – გიორგი აბაშიშვილმა.

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულ მოქალაქეებს 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი დაუბრუნდებათ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: “რუსთავი 2”- ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს