გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლებოს კანდიდატებს მხარი დაუჭიროს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლებოს კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარლამენტს მოუწევს გააკეთოს არჩვენი ლევან მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის.

„არ მაქვს იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა მურუსიძის მართვის სტილი სასმართლოში შეცვალოს. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სამსართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, თუ დამატებით არ იქნება გამწესებული სამი მოსამართლე, ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ უზენაეს სამსართლოს”, – განაცხაადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: ლონდონის სამიტი კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველომ ფართო აუდიტორიას გამოცდილება გაუზიაროს