გიორგი აბაშიშვილი: კომისიის უმრავლესობას მოვუწოდებ დაინიშნოს პლებისციტი

ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მოვუწოდებ, რომ დაინიშნოს პლებისციტი, სადაც მოსახლეობა ნათლად გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი არჩეული- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

”საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებები, ქმედებები და დისკუსიები როგორი არათანმიმდევრულიც იყო ერთი წლის წინ, ისე გრძელდება ახლაც. ცოტა კომიკური სახე მიიღო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრებმა. ხან ხმოსნებზეა საუბარი, ხან პარლამენტის მიერ არჩევაზე და ხან პირდაპირი წესით არჩევაზე. საბოლოოდ არ არის ამდენი წვალება საჭირო, ჩამოყალიბდნენ, რა სურთ და ასე ვთქვათ, რით ვერ დაასრულეს მათ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მუდმივი, მათი აზრით, კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა. ქართველ ხალხს ნათლად არაერთხელ აქვს პასუხი გაცემული თუ როგორი წესით სურთ პრეზიდენტის არჩევა. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობას, მოვუწოდებ, რომ დაინიშნოს პლებისციტი, სადაც მოსახლეობა ნათლად გასცემს პასუხს კითხვაზე – თუ როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი არჩეული”, განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია:სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის მოშლილი
შემდეგი სტატიამერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა