გიორგი აბაშიშვილი : განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყნის მშენებლობას დავუჭირე მხარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

“დღეს მე პოლიტიკურ პლურალიზმსა და განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყნის მშენებლობას დავუჭირე მხარი. მჯერა, რომ ქართველი ხალხი წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასაც”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა არჩევანის გაკეთების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: ნინოწმინდაში დამკვირვებელმა ამომრჩეველს ბიულეტენი წაართვა, შესაბამისი ნომერი შემოხაზა და ყუთში ჩაგდებას ცდილობდა
შემდეგი სტატიაფიზიკური დაპირისპირება ბათუმში “ენმ”-სა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის