გიორგი აბაშიშვილი – ეს არის კონსენსუსის მიღწევის ბოლო შესაძლებლობა, ბოლო მცდელობა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრას გამართავს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ქვეყნის პირველი პირი დღეს ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას განიხილავს.

”დღეს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე განვიხილავთ კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება თან ახლდეს კონსტიტუციის მიღებას. თავისთავად, პრეზიდენტის მიერ მიღებულ ინიციატივაში კონსენსუსი უკვე დაშვებულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მოსმენით მიღებულ კანონს დავუმატოთ ძირითადი შეთანხმებული საკითხები. სწორედ ამ შეთანხმების შესაძლებლობებზე ვიმსჯელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და არ მოხდეს ისე, რომ კონსტიტუცია მიღებულ იქნას მხოლოდ ერთი პარტიის გადაწყვეტილებით. ეს არის ბოლო შესაძლებლობა, ბოლო მცდელობა და ბოლო შეთავაზება მმართველი გუნდისთვის, რომ ნამდვილად არსებობს კონსენსუსის რესურსი. მთავარია ეს შესაძლებლობა იქნას გამოყენებული, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – კიევში 19 სექტემბერს, ქალაქის მფარველის, მიხეილ მთავარანგელოზის დღეს გავემგზავრები
შემდეგი სტატიაკონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს