გიორგი აბაშიშვილი – ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვლმა განუცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, “რომ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია და ხელისუფლებამ დაყო საზოგადოება “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად”.

“ხელისუფლებამ თქვა, რომ “ჩვენ” ვართ მართლები და სხვა დანარჩენი არის მტყუანი, კიდევ ერთეხლ მოახდინა, მათი აზრით, “კარგი საქმე”- საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალის დემონსტრირება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაიგო, რომ დემოკრატია ნიშნას დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელსისუფლებამ ვერ ისწავლა წინა ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. როგორ დაამთავრა წინ ხელისუფლრბამ, მე ვფიქრობ, ეს კადრები მაინც ხელისუფლებას აქვს”,-განცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის ვირუსი არ ცირკულირებს ქვეყანაში, მაგრამ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს
შემდეგი სტატიარუსთავში სპეცოპერაცია მიმდინარეობს