გიორგი აბაშიშვილი : “ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულიანი ხელისუფლება და ოპოზიცია”

გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერის მოწოდებას ოპონენტების მისამართით მიესალმება და პოლიტიკურ პარტიებს დიალოგში ჩართვისა და მემორანდუმზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილმა ქართული ოცნების შეთავაზებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც მმართველი გუნდი ოპონენტებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც კრძალავს ე.წ. კონტრაქციების ჩატარებას და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არჩევნების კორექტულად და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე.

„ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა დიალოგისა და შეთანხმებების მიღწევის. ყველას პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ყველა ამ ქვეყანაში არის პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულიანი ხელისუფლება და ოპოზიცია. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ამ მემორანდუმით არაფერი შავდება.

banner
წინა სტატიაში(Video) ეს არ არის სუს-ი, ეს არის КГБ- პაატა ბურჭულაძე მოსმენებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა