გიორგი აბაშიშვილი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ მივხვდი რას ნიშნავს საქართველოს გამარჯვება?

„ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე,“ – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებით უყურებს ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს განცხადებები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, თუ ჩვენა ქედან შესაბამის დასკვნებს არ გამოვიტანთ,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.ის აკრიტიკებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სტრასბურგში რუსთავი2-ის სარჩელის განხილვა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

“ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ მივხვდი რას ნიშნავს საქართველოს გამარჯვება? რუსთავი 2-ის როდის მერე არ არის საქართველოს მედიასივრცის ნაწილი? ქართველი ხალხი როდის აქეთ არ წარმოადგენს საქართველოს? რას ნიშნავს საქართველოს გამარჯვება? ვინმეს მართლა გონია რომ ჩემი საქართველო რომელიმე ერთი პარტიის პატენტია? …. მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები, მე არ ვიცი, რა კომენტარები შეიძლება მოყვეს ამას. საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი და საქართველოში სიტყვის თავისუფლების გამარჯვების”-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად შეიქმნა – გიორგი აბაშიშვილი
შემდეგი სტატიასოხუმი აშშ-ს განცხადებას პასუხობს