(video) გინება და ჩხუბი “ქართული ოცნების” ოფისში – რა კავშირი აქვს ლევან იზორიას სკანდალურ კადრებთან

14423706_1792599967691669_1762567501_oთავდაცვის მოქმედი მინისტრი, ლევან იზორია, კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. პოსტსკრიპტუმმა 2014 წლით დათარიღებული კადრები მოიპოვა, რომელიც ჩხოროწყუში ქართული ოცნების ოფისშია გადაღებული.

ვიდეოში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე პირი, თავდაცვის მოქმედი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას, ბიძაშვილი დავით იზორიაა.

მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია კოაცლიციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ცენტრალურ ოფისს და პარტიის პოლიტსაბჭოს მიაწოდეს. აღნიშნულს პოლიტსაბჭოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და რეგიონში ვითარების გარკვევას კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი ცდილობდა, თუმცა ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ბოლოს ჩხოროწყუში არსებული ვითარება რუსთავი 2-ის ინფორმაციით თბილისში მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით განიხილეს. ქართული ოცნების უკვე ყოფილი წევრების თქმით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ რეგიონი ლევან იზორიას ჩააბარა. მმართველი პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრების განცხადებით, სწორედ ექსპრემიერის ამ განცხადების შემდეგ, რეგიონში იზორიების კლანის აღზევება დაიწყო.

რუსთავი2

https://youtu.be/FARSrFE4C9A

 

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი ჩაუშვა
შემდეგი სტატია(video) ლევან იზორია პირდაპირ ხელს აფარებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი ნათესავები