“გინახავთ ივანიშვილი დებატებში? არა და ვერც ვნახავთ ვერასოდეს, რადგან მან ლაპარაკი არ იცის” – ასე ეხმაურება “გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ისე დაასრულებს, რომ დებატებში მონაწილეობას არც ერთხელ არ მიიღებს.
“არა რისი დებატებში დამჯდომია ივანიშვილი. გინახავთ ივანიშვილი დებატებში? არა, ვერც ვნახავთ ვერასოდეს ისე დაამთავრებს, თავის პოლიტიკურ კარიერას, რომ ის დებატში არ დაჯდება არასოდეს, არავისთან იმიტომ რომ ლაპარაკი არ იცის. ქარტიაში, რაც წერია ამ პირობებს ჩვენ მოვაწერეთ ხელი და ყველანაირად დათქმის გარეშე ჩვენ ვთქვით, რომ რაც წერია იმას შევასრულებთ”- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.