მცხეთის იზოლატორში მყოფი ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი დაკავებით რეჟიმმა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. ტელეწამყვანი ხაზს უსვამს, რომ მისთვის პატივია იმ ახალგაზრდების გვერდით ყოფნა, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.
„სიმართლე გითხრათ? ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა — ხელშეუხებლობის. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ქოცებო, სასტიკად ბანძები ხართ, მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება აღარ მაქვს. ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. სინამდვილეში, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ოდნავ პასიურიც, გილოცავთ ქოცებო, თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით!
ჩემთვის პატივია, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს, როცა სტუდენტი გოგოები ლექციებიდან გამოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ჩემთვის პატივია, რომ მათ საქართველოს და მათ ბრძოლის ველს წარმოვადგენ“, — ნათქვამია ჟორჟოლიანის წერილში.


















