,,გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოგებას ულოცავს.
„გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას – სუმოისტ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის მოგებას! ლევანი არის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო!“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის საკრებულოს თანამშრომელმა თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიმართ მყისიერი და მტკიცე პოზიცია დააფიქსირა