„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, პატივს მივაგებ ჩვენი გმირების ხსოვნას და მათ უკვდავ სახელებს“ – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს:

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირულად იბრძოლეს – ბევრი სახელოვანი და ბევრიც უსახელო გმირი გვყავს, რომელთა თავდადებაც დღემდე უცნობია. პატივს მივაგებ ჩვენი გმირების ხსოვნას და მათ უკვდავ სახელებს.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე“, – აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებული მილოცვის ტექსტში.

banner
წინა სტატიაში“…ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ”… – ვოლსკი
შემდეგი სტატიაგამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად – ბარქაძე