26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას – ალი ხამენეი ირანელებს მიმართავს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ „სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა“. სოციალურ ქსელ X-ში ხამენეი ასევე წერს, რომ ირანმა შეერთებულ შტატებზეც გაიმარჯვა და “ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა“.

„გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას. აშშ-ის რეჟიმი ომში პირდაპირ ჩაერთო, რადგან გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიონისტური რეჟიმი მთლიანად განადგურდებოდა. ის ომში შევიდა ამ რეჟიმის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.

ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. ის თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზაა.

ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ის ძირითად ცენტრებზე და შეუძლია ზომების მიღება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთი ქმედება შეიძლება მომავალშიც განმეორდეს. თუ რაიმე აგრესია მოხდება, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს“, – წერს აიათოლა ხამენეი.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო – საია
შემდეგი სტატიაარ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“