გილოცავ ჩემო საქართველო – ნათელაშვილი სანქციებზე

“გათენდა, დაიწყო სანქცირება!!! გილოცავ ჩემო საქართველო!!!” – წერს შალვა ნათელაშვილი.

ჩემო საყვარელო და სალოცავო ხალხო, აღსრულდა, რასაც გპირდებოდით. საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ 12 წლიანი ბრძოლა კრიმინალური-ოლიგარქიული პროსუსული რეჟიმის წინააღმდეგ აგვირგვინდა სანქციებით, რის შესახებაც ვაშინგტონმა რამენიმე საათის წინ გამოაცხადა.
ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება. ეს მიღწევა არ იქნებოდა ჩვენი ხალხის გარეშე, ჩვენი უბრწყინვალესი ახალგაზრდების გარეშეს, რომლებმაც აჩვენეს თავდადებისა და თავგანწირვის უპრეცედენტო მაგალითი მთელ მსოფლიოს და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე.
უდიდეს მადლობას ვუცხადებთ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს. დაიხსომოს ეს დღევანდელმა და მომავალმა თაობებმა. ამ რიტიკულ დროს ამერიკის მხარდაჭერამ გადაარჩინა საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ სამი ადმინისტრაციის პირობებში იბრძოლა სამ ისტორიული ჟამის დადგომისთვის. სამი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ: ობამა, ტრამპი და მესამე, აგერ ბაიდენი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება. ოთხი მოწვევის კონგრესი გამოვიცვალეთ და მიზანი მიღწეულია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დღეს დაგვრჩა კიდევ ერთი ამაღლებული მიზანი, რომელიც დამთავრდება აუცილებელი გამარჯვებით: გავუშვათ, შევცვალოთ, მოვიცილოთ არსებული ხელისუფლება, რომელიც გადაიქცა ქართველი ხალხისა და კაცობრიობის ხორცმეტად, აღარ მინდა, ვიხმარო სიტყვა „კოშმარი“, თუმცა ორივეა, – განაცხადა ნათელაშვილმა.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

 

banner
წინა სტატიაშიბრიტანული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ბრიტანულ სამიზნეებს დაარტყამს – ზახაროვა
შემდეგი სტატიაეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ – ბადრი ჯაფარიძე სავიზო შეზღუდვებზე