გილაურის ბანკი – “მოსახლეობის ეგზეკუცია”

aqcia1ლეიბორისტული პარტია აგრძელებს გამაფრთხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკების წინააღმდეგ. დღეს, მორიგი აქცია გაიმართა “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისთან.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, “საქართველოს ბანკი” წარმოადგენს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი ძმის საკუთრებას, რომლებიც უმოწყალოდ ძარცვავენ მოსახლეობას.
“ამ წლების მანძილზე კაბალურ იპოთეკურ სესხებზე დაწესებული პროცენტების, საურავებისა და ჯარიმების გამო, ბანკებმა 200 000 ოჯახი გამოასახლეს საცხოვრებელი სახლებიდან. სწორედ “საქართველოს ბანკია” – “ლიდერი” მოქალაქეების დაწიოკებაში, რომლებიც უსახლკაროდ, უსასოოდ, უპატრონოდ გაწირეს ქუჩაში ცხოვრებისათვის. სანაცვლოდ კი, ასეულობით მილიონი მოგება ნახა ბანკმა.”
ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად მოითხოვს:
1. გილაურის ბანკმა შეწყვიტოს მოქალაქეთა გამოსახლებების სერია.
2. გაანულოს საკრედიტო პროცენტები.
ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე “საქართველოს ბანკს” უკან დააბრუნებინებს უკანონოდ მითვისებულ მილიონებს, რომლებიც მოხმარდება მათგან გაუბედურებული იპოთეკარების პრობლემების მოგვარებას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფორმატი დამტკიცებულია