გიგლა მიქაუტაძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2020 18:52

გიგლა მიქაუტაძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას ეხმაურება.

დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე შეტანილია. ანაკლიის კორსორციუმი დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტისა და მისი ინვესტორის მხარდაჭერის არარსებობის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის დანაკარგი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიისა, რომ ძირი გამოეთხარა ანაკლიის პროექტისთვის.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ასრულებს.

„ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” პრინციპულად არ სურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება. ეს არის გარე ძალებისგან მიღებული დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ასრულებს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი თავის მომავალზე უარს არ იტყვის. მთავრობამ და მისმა სტრუქტურებმა, რომელიც წესით პოლიტიზებული არ უნდა იყოს, საუბარია პროკურატურასა და სხვა ძალოვან უწყებებზე, ხელი შეუშალეს იმას, რომ კონსორციუმს მოეზიდა ფული. ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირით ადრე აბსურდული ბრალდებით, ფულის გათეთრებაზე ინვესტორების წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება. ამ პირობებში ვადის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია და ვიმედოვნებ, ამ საკითხს არბიტრაჟი გაითვალისწინებს,“ – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2020 18:52