აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში “რესპუბლიკური” პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, გიგლა აგულაშვილი კარგი მინისტრია და კარგ მინისტრობას გააგრძელებს.
“რატომ დარჩა თანამდებობაზე, ამაზე გიგლა გიპასუხებთ, ჩვენ კორექტული ურთიერთობები გვაქვს. მე ჩემს სიტყვაში ვახსენე, რომ ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი წაფორთხილებულა, არჩევანს თვითონ აკეთებენ, ამიტომ, მე ვერაფერს გეტყვით. “რესპუბლიიკელები” “რესპუბლიკელობენ” და არიან ჩვენთან ერთად. გიგლა არის კარგი მინისტრი და გააგრძელებს კარგ მინისტრობას უკვე “რესპუბლიკელობის” გარეშე. მან ეს არჩევანი გააკეთა”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს “რესპუბლიკურმა” პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. კამპანიის დაწყებასთან ერთად, თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის პოსტები დატოვეს, ხოლო “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა და პარტიიდან წავიდა.