გიგლა ბარამიძე: ეს არის ხალხი, რომელიც არასოდეს არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია

,,ჩვენი საპარლამენტო სია არის საკმაოდ წონადი და დარწმუნებული ვარ აღნიშნული სია  ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ პარტიას. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, მებრძოლები, 26 მაისისა ტრაგედია გამოვლილები, ზოგიერთი მათგანი პოლიტპატიმარიც იყო.

ეს არის ხალხი, რომელიც არასოდეს არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია. სიის პირველი ნომერი ბუნებრივია იქნება პარტიის თავმჯდომარე, საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ასეთი რეგალიების და ბეგრაუნდის ლიდერი არცერთ პარტიას არ ჰყავს და ვფიქრობ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. “ – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.

,,ერთიანი საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი არის პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

სიის დანარჩენი შემადგენლობა ასე გადანაწილდა:

1. ნინო ბურჯანაძე – პარტიის  თავმჯდომარე

2. გიგლა ბარამიძე – პარტიის გენერალური მდივანი

3. ანზორ ბიწაძე  – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი

4. ოთარ თავართქილაძე – პოლიტსაბჭოს წევრი და  თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

5. ბესიკ დანელია – პოლიტსაბჭოს წევრი

6. თამარ ზურაშვილი – პოლიტსაბჭოს წევრი

 7. მამუკა აჩბა – პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი

8.ბექა პეტრიაშვილი- პოლიტსაბჭოს წევრი (26 მაისის ყოფილი პოლიტ-პატიმარი)

9. მაია ხრიკაძე – ბირჯომის შტაბის ხელმძღვანელი

10. ვანო მაჭარაშვილი – გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, „ერთიანი საქართველო“  რამდენიმე დღში პარტიის 20-ულის წარდგენის პრეზენტაციას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქათველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარუდგინ