გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თანამშრომლებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პაატა ბატიაშვილი წარუდგინა.

პაატა ბატიაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 2012-2015 წლებში ბატიაშვილი შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ხოლო 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.

მინისტრმა დეპარტამენტის ახალ უფროსს წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი – ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ყველას დამსახურება და მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის
შემდეგი სტატიამცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზა გაკეთდება